Tuesday, May 10, 2022

1.      პროექტის სახელწოდება: "ქაღალდი და სხვა საწერი საშუალებები"

2.      პროექტის აქტუალობა: ქაღალდის დამზადებასთან დაკავშირებული სირთულეების ცოდნის დეფიციტი და ქაღალდის მეორადი დამუშავების მნიშვნელობის გაცნობიერება, ის ეკოლოგიური პრობლემები, რაც თანმდევია ქაღალდის წარმოებისთვის, ადამიანის დამოკიდებულება ბუნებასთან და ტყეების გადარჩენის მნიშვნელობა.
  
3.      პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ძველ საწერ საშუალებებს და ქაღალდის გამოგონების მნიშვნელობას, რა არის ქაღალდი და თუ როგორ ვიყენებთ მას, როგორ ამზადებენ ქაღალდს. გაეცნობიან ქაღალდის გამოგონების ისტორიას, ქაღალდის წარმოებასა და მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გამოიმუშავებენ საინფორმაციო ტექსტებზე დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევებს, ინსტრუქციული ტექსტის მიხედვით თავად დაამზადებენ ნივთებს, შეასრულებენ სხვადასხვა მოქმედებას. დააფასებენ ქაღალდის მნიშვნელობას და ისწავლიან ქაღალდის გონივრულ ხარჯვას (მა-კულატურის შეგროვებას, მეორადი ფურცლების გამოყენებას).
  
4.      მონაწილეთა ასაკი: მე-6 კლასი (10-11წელი)

 პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე

6.      მოსალოდნელი პროდუქტი: ბავშვების ხელით დამზადებული რესურსები, ბუკლეტი, პრეზენტაციები, დაძველებულ ქაღალდზე წერის ნიმუშები.

7.       პროექტის მიმდინარეობა: პროექტის დასაწყისი ატარებდა  საინფორმაციო ხასიათს, ყველაფერი შეკითხვებით დაიწყო ქაღალდის მნიშვნელობის შესახებ. დაიგეგმა პროექტი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ინტერესთა მიხედვით: ისტორიკოსები, კალიგრაფები, ჟურნალისტები, მკვლევარები, ხელმარჯვეები. მოსწავლეები გაეცვნენ სხვა საწერ საშუალებებს:  ქვაზე წერას, პიქტოგრამებს, პაპირუსის გამოგონების ისტორიას, ეტრატებსა და პალიმფსესტებს, ბერესტას და ამ საწერი საშუალებების დადებით და უაყოფით მხარეებს. დაამუშავეს საინფომაციო ხასიათის ტექსტები სხვადასხვა სქემის გამოყენებით, შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები და კლასის წინაშე ჯგუფებმა წარადგინეს პრეზენტაციები, შეისწავლეს ქაღალდის გამოგონების ისტორია, ჩატარდა ჯგუფური სამუშაო აქტივობის ბარათებით "დროის ღერძი", სადაც გამოიკვეთა ქაღალდის გამოგონებისა და გავრცელების იტორია, ასევე წიგნის ბეჭდვის ისტორია, ვახტანგ VI-ს სტამბის მნიშვნელობა. მოეწყო ექსკურსია გორის სტამბაში, სადაც თავისი თვალით ნახეს წიგნის ბეჭდვის პროცესი. ჟურნალისტების ჯგუფმა შეიმუშავა კითხვარი ქალაქის მოსახლეობის ინფორმირების დონის დასადგენად, გამოკითხვა ჩაატარეს, აწარმოეს ფოტო და ვიდეოგადაღება, შედეგები შეაჯამეს, შექმნეს საინფორმაციო ბუკლე-ტები და დაარიგეს. კალიგრაფების ჯგუფმა იმუშავა ქაღალდის დაძველებაზე და შექმნა გამოფენისთვის ხელნაწერების ნიმუშები, ხელმარჯვეებმა მეორადი ქაღალდისაგან დაამზადეს სხვადასხვა ნივთები. ბოლოს ყველაფერი შემაჯამებელი კონფერენციით დასრულდა, მოეწყო გამოფენა მოსწავლეებისა და მათი მშობლების ხელით შექმნილი რესურსებისა. შემაჯამებელ კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები.
  
8.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, ისტორია, სამოქალაქო განათლება.

9.    ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);  სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ ბებზე). ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;  გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში.
      ქართ.V. 7. მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;  ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;  აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;  განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებს / ფაქტებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზ-შედეგობრივს, შეპირისპირებითს, პირობითსა და სხვ.);  განარჩევს ფაქტს თვალსაზრისისაგან;  განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;  აჯგუფებს კონკრეტული ნიშნით ინფორმაციას;  ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.

 9.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: საინფორმაციო ტექსტები, აქტივობის ბარათები და ვიზუალური სქემები, მეორადი ქაღალდი, ხელნაკეთი ნივთებისათვის საჭირო მასალა,  PowerPoint-ის პრეზენტაციები, ვორდის პროგრამა, მულტიმედია, ფოტოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი.

10  პროექტის ხელმძღვანელი: ქართული და ენისა ლიტერატურის მასწავლებელი მარინე გასიტაშვილი.

1    1. ელ.ფოსტა: marinegasitashvili1@gmail.com

ჩვენი ბუკლეტი
არმაზის ბილინგვა

ეტრატები
პაპირუსის ისტორია